ხაშურში 1 მამაკაცი მოკლეს, 2 კი დაჭრეს
12:12:23     03-05-2018
ხაშურში, სოფელ ალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრილია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ რძალთან სახლში, თანმხლებ პირებთან ერთად სავარაუდოდ შურისძიების მიზნით მივიდა, სადაც მას ყოფილი რძლის ქმარი და მისი ძმა დახვდნენ. მხარეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.