კატანა – იაპონური ხმალი

  11:00:15     06-06-2011

კატანა იაპონური დიდი ხმალია, რომელსაც, ძირითადად, სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა, ჩვეულებრივ, მიუწვდომელი იყო, თავისი სიძვირის გამო. კატანა ითვლება ცივი იარაღის წარმოების ხელოვნების პიკად, ის ადვილად ჭრის ნებისმიერ ევროპულ თუ აზიურ ხმლებს.

კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისგან, რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობას და, ამავე დროს, სიმტკიცეს.

ამ ხმლის ტარების უფლება მხოლოდ პრივილეგირებულ პირებს ჰქონდათ (სიოგუნები, სამურაები), სწორედ ამის გამო იყო, რომ უბრალო მოკვდავთ არ შეეძლოთ თავი დაეცვათ შეიარაღებული სამურაისგან. არსებობდა წესი, რომლის მიხედვითაც, ახალდამზადებულ კატანას ზოგიერთი სამურაი ცდიდა ან მათხოვრებზე, ან ყანიდან დაბრუნებულ გლეხებზე.