„ფეისბუქს“ დაწყვილებისა და გაცნობის სერვისი ემატება
11:52:13     02-05-2018
„ფეისბუქი“ დაწყვილებისა და გაცნობის ფუნქციას ამატებს. ამ სიახლის საშუალებით მომხმარებელს პარტნიორის მოძებნა შეეძლება.
სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ აქამდე არსებული მსგავსი გაცნობის აპლიკაციებისგანგანსხვავებით, F8-ის მიზანი ნამდვილი, ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნა იქნება. ამის მისაღწევად კი „ფეისბუქი“ ქსელში მარტოხელად (single) მონიშნულ ადამიანებს მსგავსების ნიშნით დააკავშირებს.
კანდიდატები იქნებიან მეგობრების სიის მიღმა და მომხმარებლის მეგობრები გაცნობის ანკეტას ვერ ნახავენ.
„ფეისბუქზე“ 200 მილიონზე მეტი ადამიანია, ვისაც თავი მარტოხელად აქვს მონიშნული. შესაბამისად, აშკარაა მოქმედების ფართო არეალი. F8 დაეხმარება მათ ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნაში და არ არის განკუთვნილი ერთი ღამის კავშირებისთვის“, – განაცხადა ცუკერბერგმა.
მისივე თქმით, ეს სიახლე მომხმარებელს „ფეისბუქზე“ უფრო დიდხანს ამყოფებს, რითაც ქსელის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.
F8-ის ფუნქცია რამდენიმე თვეში ამუშავდება.