სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე პაშინიანის კანდიდატურა ჩააგდო

  10:48:12     02-05-2018

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ პაშიანიანის კანდიდატურა ჩააგდო. მას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55 კი წინააღმდეგი წავიდა. ნიკოლ პაშინიანს პრემიერად არჩევისთვის 105 წევრისგან შემდგარ პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერა, 53 ხმა სჭირდებოდა.

სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ მინისტრით ასარჩევნად განმეორებითი კენჭისყრა 7 დღეში გაიმართება. ხოლო თუ ისევ ვერ აირჩევს პარლამენტი, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.