ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლება პრემიერის არჩევნების ჩაშლას აპირებს
14:38:55     01-05-2018
სომხეთის ოპოზციის ლიდერის თქმით, სომხეთის მთავრობა დღეს, პარლამენტში დაგეგმილი პრემიერ -მინისტრის არჩევნების ჩაშლას გეგმავს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გუშინ ღამით შედგა შეხვედრა მმართველი პარტიის წვერებსა და ყოფილ პრემიერ -მინისტრ სერჟ სარგსიანს შორის. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მმართველი გუნდი დღეს დაგეგმილ კენჭისყრას ჩაშლის.
„მოვუწოდებ ყველა მხარდამჭერს, დილიდან შეიკრიბონ რესპუბლიკის მოედანზე, რათა სერჟ სარგსიანის ახალი გეგმა არ განხორციელდეს“ – განაცხადა ფაშინიანმა სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.
მმართველ „რესპუბლიკურ„ პარტიაში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ფაშინიანის პრემიერად არჩევას არ შეეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა დღეს განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მხოლოდ მისი პროგრამის მოსმენის შემდეგ მიიღებენ. ამავე დროს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ვაჰრამ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტში ქვორუმის უზრუნველყოფის პირობა დადო და არა ფაშინიანისმხარდაჭერის.