რუსთავში „ბიუ-ბიუს“ მაღაზია გაქურდეს

  11:07:17     30-04-2018

რუსთავში, კოსტავას გამზირზე „ბიუ-ბიუს“მაღაზია გაქურდეს.  წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა. 

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.