"მამაჩემი თურქეთში ქართველებმა მოკლეს" - ლუხუმ ჯინჯარიას შვილი
14:59:57     27-04-2018
თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი საქმეში ქართველი ექსპერტებისა და საგამოძიებო ჯგუფის ჩართვას ითხოვს.
ჯანჯარიას ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ცხედარს ზედაპირული დათვალიერებისას ყელის არეში ჭრილობა ეტყობა, რაც მათი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ მამაკაცს ყელი გამოჭრეს.
როგორც გარდაცვლილის შვილმა განაცხადა, ლუხუმ ჯანჯარია ქართველების მიერაა მოკლული, თუმცა მისივე თქმით, ამის შესახებ თურქეთში არ საუბრობენ. მისივე ინფორმაციით, ლუხუმ ჯანჯარიას სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობოდა.
47 წლის ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში დღეს გადმოასვენეს, ის სარფის საბაჟოდან საკუთარ სახლში, ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ცოტა ხნის წინ მიასვენეს.