შსს-მ 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

  15:15:34     24-04-2018

თბილისში, 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მომხდარი დაპირისპირების საკითხზე, სამართალდამცველები სკოლის დირექტორს, გიორგი კაკაბაძეს შეხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანი თამბაქოს ეწეოდა, ამის გამო მათ გამვლელმა შენიშვნა მისცა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ, მსუბუქად დაშავდა ინციდენტში მონაწილე მამაკაცი.
შსს-ს ცნობით, ამ წუთებში ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.