სომხეთში მიმდინარე პროტესტს სამხედროებიც შეუერთდნენ

  15:00:33     23-04-2018

სომხეთში მიმდინარე პროტესტს სამხედროებიც შეუერთდნენ.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აქციაში სამშვიდობო ბრიგადის მონაწილეობა დაგმო. თავად ჯარისკაცები არ აკონკრეტებენ სამხედრო ნაწილს, სადაც მსახურობენ, თუმცა აცხადებენ, რომ დღეს ისინი საკუთარი ხალხის გვერდით დგანან.

გავრცელებული ცნობით, სამხედროები 2016 წლის ყარაბაღის ომის მონაწილეები არიან. ანტისამთავრობო აქციები სომხეთში მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.