ინდოეთი ავღანეთს იარაღით მოამარაგებს
11:26:21     04-06-2011
ინდოეთმა ავღანეთისათვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. “ბი-ბი-სის” ცნობით, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება, ავღანეთში გამართულ მოლაპარაკებებზე, ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა არაკაპარამბილ ენტონმა და მისმა ავღანელმა კოლეგამ, გენერალმა აბდულ რახიმ ვარდაკომ მიიღეს.
გარდა ამისა, ინდოეთი ქვეყანაში ინსტრუქტორებს გაგზავნის და ავღანელ პოლიციელებს, იურისტებს და დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს მოამზადებს, ასევე 500 მილიონი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.
ორმა ქვეყანამ რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი მეთოდების შემუშავებაზეც იმსჯელა. ეს უკანასკნელი თემა ინდოეთისა და ავღანეთისათვის განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია. ამიტომ რეგიონის ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.