სომხეთში ოპოზიცია გზების ბლოკირებას აპირებს

  13:13:36     20-04-2018

სომხეთში ოპოზიცია გზების ბლოკირებას აპირებს. ამის შესახებ საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა.

"მშვიდად და სწრაფად უნდა დაიბლოკოს ყველა გზა სომხეთში სატვირთო მანქანებით,"- თქვა მან.

ოპოზიციის წევრები დემონსტრანტებს სახელმწიფო შენობების ბლოკირებისკენ მოუწოდებენ და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ აცხადებენ.