სირიამ რუსეთს ორი ამერიკული რაკეტა გადასცა
10:42:55     19-04-2018
სირიამ რუსებს ორი ფრთიანი რაკეტა გადასცა, რომელიც აშშ-ის მიერ სირიაზე 14 აპრილს ავიაიერიშის დროს არ აფეთქდა. რუსული მხარე ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.
სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.