სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს
12:01:33     18-04-2018
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პარლამენტის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. სარგსიანს ხმა 77 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი - 17 იყო. მისი კანდიდატურა სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა.
ქვეყანაში მიღებული ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ირჩევს. ქვეყნის მთავრობის ფორმირება 15 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. ხუთი დღის ვადაში კი სარგსიანმა პრეზიდენტს ვიცე პრემიერებისა და მინისტრთა კანდიდატურები უნდა წარუდგინოს.
სარგსიანის არჩევნები ერევანში საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა.