მაიკ პომპეომ ჩრდილო კორეის ლიდერთან საიდუმლო შეხვედრა გამართა

  10:55:29     18-04-2018

ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირქტორი მაიკ პომპეო, ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან საიდუმლო შეხვედრაზე იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, შეხვედრა დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამომავლო შეხვედრისთვის ნიადაგის მომზადებას ემსახურებოდა.
აღსანისნავია, რომ მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მაღალი დონის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩრდილოეთ კორეასთან.„ჩვენ უკვე ვაწარმოეთ პირდაპირი მოლაპარაკებები საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის კიმ ჩენ ინთან მისი შეხვედრის ადგილად ხუთ სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც 1950-1953 წლის კორეის ომს ფორმალურად დაასრულებს.