რა დაუჯდა კოალიციას სირიის დაბომბვა?
13:14:30     16-04-2018
სარაკეტო პროგრამა Tomahawk ამერიკაში უკვე ათეულობით წლებია მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია. ამ თანხაში არ შედის თავად რაკეტების ფაქტიური ღირებულება.
რაკეტის ფასი მისი მოდელიდან გამომდინარე ვარირებს, ყველაზე უბრალო Tomahawk ტიპის რაკეტა 500 000 აშშ დოლარი ღირს. ხოლო Block IV Tomahawk ტიპის რაკეტები, რომლებიც მოძრავ სამიზნესაც ანადგურებენ, დაახლოებით 1.5 მილიონად არის შეფასებული.
Tomahawk, საშუალოდ, 800-1500 მილის რადიუსში მოქმედებს. სააგენტო The Sun წერს, რომ სირიაში გამოყენებული რაკეტის ფასი (1 ერთეულის) $832,000 აშშ დოლარია.
ცნობილია, რომ კოალიციურმა ძალებმა, საერთო ჯამში, 105 რაკეტა ისროლეს. შესაბამისად, ეს შეტევა თითქმის 90 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. აქედან 50 მილიონი დოლარი უშუალოდ აშშ-მ დახარჯა.