
Reuters-ის ინფორმაციით, რომან ფიფია „BGEO Group“-ს 994 მილიონ დოლარს ლონდონის სასამართლოში ედავება
10:32:56     16-04-2018
სააგენტო „როიტერსის“rnინფორმაციით, rnინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში დაწყებულიაrnსამართალწარმოება ბ-ნ რომან ფიფიას („ბ-ნი ფიფია“) სარჩელზე BGEO Group-ისrn(„BGEO“) წინააღმდეგ. BGEO არის ინგლისსა დაrnუელსში რეგისტრირებული კომპანია და მისი აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ბ-ნი ფიფია გახლდათ შპს „რუსთავის აზოტის“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, აქტივებისrnსაბოლოო ბენეფიციარული მესაკუთრე. 2016 წლის აგვისტომდე შპს „რუსთავის აზოტი“ გახლდათrnაზოტოვანი სასუქების მწარმოებელი ქარხნის მესაკუთრე და წარმატებით ოპერირებდა.
rnrn2011 წელს შპს „რუსთავის აზოტმა“ დაrnბ-ნი ფიფიას კონტროლს დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება BGEO-ს შვილობილ კომპანიასთანrnსს „საქართველოს ბანკთან“.
rnrn„რუსთავის აზოტის“ ბიზნესიrnდა აქტივები გაიყიდა 2016 წლის სექტემბერში მოწყობილrnაუქციონზე („აუქციონი“).
rnrnბ-ნი ფიფიას მტკიცებით, ხსენებულიrnაუქციონი არასწორად ჩატარდა, მასში ჩართულნი იყვნენ დაკავშირებული პირები, მათrnშორის BGEO, და შპს „რუსთავის აზოტის“ აქტივებიrnგასხვისდა, რეალურ ღირებულებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაფალ ფასად. ბ-ნი ფიფიასrnსარჩელით მოთხოვნილი თანხა, რომელიც სრულად აანაზღაურებს მისთვის მიყენებულrnზიანს, შეადგენს მიახლოებით 994 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ საქმეში, ბ-ნ ფიფიას წარმომადგენლებიrnარიან ლონდონის იურიდიული კომპანიები - Blake Morgan LLP და Three Stone.