რას ითოვს კიმ ჩენ ინი ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ?
11:36:39     13-04-2018
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბირთვული განიარაღებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს - განცხადება კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაბამისი გარანტიების შემთხვევაში ის მზად არის დენუკლეარიზაციის პროცესი დაიწყოს. კიმ ჩენ ინი ითხოვს მისი რეჟიმი შენარჩუნდეს.
ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის ბირთვული განიარაღების სამოქმედო რუკას წარადგენს. მისივე თქმით, ეს სავარაუდოდ, თეთრი სახლის ლიდერ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მოხდება.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს მაისის ბოლოს შეხვდებიან, მანამდე კი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრაა აპრილის ბოლოს დაგეგმილი.