ტერეზა მეი და დონალდ ტრამპი განაგრძობენ მუშაობას სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო „საერთაშორისო რეაგირებაზე”
10:41:04     13-04-2018
CNN-ის მირ გავრეცელბული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მუშაობას სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო „საერთაშორისო რეაგირებაზე“.
„ისინი შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი არ დარჩეს, რათა სირიის რეჟიმის პრეზიდენტ ასადის მიერ ქიმიური იარაღის შემდგომი გამოყენების თავიდან აცილება მოხდეს. ისინი შეთანხმდნენ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო რეაგირების შესახებ", - ნათქვამია ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ცნობილია, რომ ტერეზა მეი მაღალი რანგის მინისტრებს საგანგებო თათბირზე შეხვდა, როგორც შეხვედრის შემდეგ დაუნინგ სტრიტის სპიკერმა განაცხადა, მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ტერეზა მეის პოზიციას, რომ საჭიროა ზომების მიღება ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და ასადის რეჟიმის მიერ განმეორებით ქიმიური იარაღის გამოყენების აღკვეთისთვის.
„კაბინეტი შეთანხმდა, რომ პრემიერ-ინისტრმა უნდა განაგრძოს თანამშრომლობა აშშ-სა და საფრანგეთთან და ერთად შეჯერდნენ საერთაშორისო რეაგირების ფორმატზე“, – ნათქვამია ტერეზა მეის ადმინისტრაციის განცხადებაში.