ავსტრიაში ქართველები 11 მაღაზიის გაქურდვისთვის დააკავეს

  10:03:00     13-04-2018

ავსტრიაში, 11 მაღაზიის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებმა ავსტრიის რამდენიმე ქალაქში, საერთო ჯამში, 3000 ევროს ღირებულების საქონელი მოიპარეს.

პოლიციამ მათი დაკავება მაშინ მოახერხა, როცა ისინი ყალბი გერმანული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილს მართავდნენ.

ერთ-ერთ დაკავებულს ფალსიფიცირებული მართვის მოწმობა აღმოაჩნდა.

ერთ-ერთი დაკავებული საპატიმროში იმყოფება, ხოლო მეორეს საქართველოში დეპორტაცია უკვე განხორციელდა.