შსს-მ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

  17:06:02     12-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან, თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ძალადობის საქმეზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განმარტებით, გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი თავის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

შეგახსენებთ, ფეისბუქში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს თავში ურტყამს და აგინებს.