„არასდროს მითქვამს, როდის იქნებოდა სირიაზე დარტყმის ზუსტი დრო. შესაძლოა ძალიან მალე, შესაძლოა არა!“

  15:25:47     12-04-2018

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სარაკეტო დარტყმა სირიაზე შესაძლებელია მოხდეს უახლოეს დროში, ან არა. "არასდროს მითქვამს, როდის იქნებოდა სირიაზე დარტყმის ზუსტი დრო. შესაძლოა ძალიან მალე, შესაძლოა არა!", - დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

თავის პოსტში მან დაწერა, რომ აშშ-მა „რეგიონის ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებაში კარგად იმუშავა“, „სად არის ჩვენი, „მადლობა, ამერიკა?“ - იკითხა ტრამპმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ დღეს სირიაში სავარაუდო ქიმიურ თავდასხმის საპასუხოდ ავიადარტყმას განახორციელებს. 11 აპრილს დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიაში „ახალი და ჭკვიანი“ რაკეტები გაფრინდებიან.