ავღანური ვერტმფრენების მომსახურებას ნატო დააფინანსებს

  11:21:50     03-06-2011

აშშ და რუსეთი ავღანეთში სერია “მის” ვერტმფრენების მომსახურების ერთობლივ ცენტრს ქმნიან. ამის მიზეზი კი, ორი ქვეყნის ოფიციალური პირების განმარტებით, ის არის, რომ ამ ტიპის საფრენი საშუალებების შეკეთება ავღანეთიდან ევროპაში, ძალიან ძვირი ჯდება.  

როგორც ცნობილია, აშშ-მ და რუსეთმა 2011 წლის 26 მაისს ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს მრავალმიზნობრივი სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენები “მი17ბე5” გადაეცემა. გარიგების საერთო თანხა 367,5 მილიონი დოლარი დაჯდა. პირველი საფრენი საშუალებები ავღანეთს 2011 წლის ოქტომბერში გადაეცემა, ხოლო მთლიანად, ამ ვერტმფრენებს, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები, 2012 წლის ბოლომდე მიიღებს.

ვერტმფრენების მომსახურების ცენტრის ბაზაზე, შეიქმნება ფონდი, რომლის შევსებაზეც ნატოს წევრი ქვეყნები იზრუნებენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციისთვის გერმანიამ უკვე სამი მილიონი დოლარი გამოყო. ამ დროისათვის, ავღანეთის სამხედრო საჰაერო ძალები მი-8 –ებს და მი-17-ებს ფლობს. ამას გარდა, მის შეიარაღებაშია სატრანსპორტო-საბრძოლო ვერტმფენი მი-35.