რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ
10:46:01     12-04-2018
წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, ცივი იარაღით შეიარაღებული არასრულწლოვნები რუსთავში ერთ-ერთ ლომბარდს დაესხნენ თავს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლომბარდის ოპერატორმა ტელეფონის დატოვებაზე ახალგაზრდებს უარი უთხრა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
თავდაპირველად საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღიძრა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა.
სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.