რუსული შეიარაღება “ჰეზბოლასთვის?”

  11:21:03     03-06-2011

ისრაელის ხელისუფლება კიდევ ერთხელ სთხოვს მედვედევს, რომ სირიას იარაღი არ მიაწოდოს. “სირია ამჟამად კრიტიკულ ზღვარზეა, არავინ იცის რა იქნება მომავალში, მისთვის იარაღის მიწოდება კი მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმაა” – განაცხადა შიმონ პერესმა.

ასეთ სიტუაციაში, პერესმა მოუწოდა რუს კოლეგას, რომ სირიას არ მიჰყიდოს თანამედროვე შეიარაღების სისტემები, ვინაიდან არ არის არანაირი საშუალება იმის გასაგებად, თუ, საბოლოოდ, ვის ხელში აღმოჩნდება ეს შეიარაღება. ისრაელი შიშობს რომ მას ტერირისტული დაჯგუფები, პირველ რიგში კი, “ჰეზბოლა” ჩაიგდებს ხელში.

ასეთი თხოვნით, ისრაელმა, უკანასკნელ ხანს, რუსეთს უკვე რამდენჯერმე მიმართა. კრემლი კი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ მისი შეიარაღება ტერორისტული დაჯგუფებების ხელში არ ხვდება.