„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომა მიულოცა

  10:48:48     11-04-2018

„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად  ლეიკემიით დაავადებულ  ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. „სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას პალიტრა L”-იც შეუერთდაrnდა მ.იაშვილის სახელობის  ბავშვთაrnცენტრალურ საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ  განყოფილების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.  მკურნალობის ქვეშ მყოფ 30-მდე ბავშვებისათვის  ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები დაამზადა სოციალურმა საწარმომ „კოდალა“.  სააღდგომო ტკბილეული ბავშვებსrn„სმარტის“ ციყვმა გადასცა და ერთობლივი საჩუქრებით ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობაrnშექმნა. 

rnrn

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.  ფონდმა  დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი  ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.

rnrn

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.