სუს-ის ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ
09:49:34     10-04-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ.
თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.
მომავალ სასესიო კვირას ანგარიშის მოსმენა პლენარული სხდომის ფორმატში იგეგმება, სადაც წინასწარი ინფორმაციით, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური მივა.
საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში 3 აპრილს წარედგინა.