უცხოელი სტუდენტების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
13:25:40     09-04-2018
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, უცხოელი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გუშინ ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს.
როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა ფეისბუქისის პირად გვერდზე დაწერა, ისინი მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ, რადგან ისინი ფერადკანიანები იყვნენ. მისივე თქმით, მოძალადეები სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ.
ის აქვე წერს, რომ პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ მომხდარის "დავიწყება ურჩიეს".