„ქართული ოცნების“ წევრები მოითხოვენ, რომ ირაკლი კობახიძემ დატოვოს თანამდებობა
13:32:02     05-04-2018
მმართველი გუნდის დაშლა მხოლოდ გედევან ფოფხაძის წასვლით არ დასრულდება. „კურიერის“ ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას" კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. ამ პროცესს კი წინ უძღოდა რამდენჯერმე ღია დაპირისპირება ირაკლი კობახიძესთან, რომელსაც მმართველი გუნდის წევრებმა პოლიტიკური გამოცდილება დაუწუნეს და ურჩიეს კონსულტაციები მამასთან გაიაროს.
„კურიერის“ ცნობით, დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ ოცნების სტაჟიანმა წევრებმა, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ უმრავლესობაში, გააპროტესტეს მათი უკანა პლანზე გადაწევა და სატელევიზიო კომენტარების გაკეთების უფლება სხვა სახეებმა მოიპოვეს. „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი სახეები თვლიან, რომ ახალმა წევრებმა ეს პრივილეგიები დაუმსახურებლად მიიღეს.
სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ წევრები მოითხოვენ, რომ ირაკლი კობახიძემ დატოვოს თანამდებობა და ეს პრობლემა მოგვარდეს კულუარულად. ისინი განმარტავენ, რომ ან ირაკლი კობახიძე უნდა გადაიყვანონ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან გამორიცხული არ არის, რომ მმართველი გუნდის წევრებმა მოითხოვონ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი.
„ქართული ოცნების“ წევრები კამერებთან მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ უმრავლესობის შიგნით არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ეს უკავშირდება დეპუტატების ნაწილის თანამშრომლობას ხელისუფლების გარკვეულ გუნდთან.
„არა მსგავსი რამ არ ყოფილა. უმრავლესობის სხდომაზე არის ხოლმე ჯანსაღი დიალოგი. და არის ხოლმე გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა. არის საკითხები, რომლებიც წარმოდგენილია ხოლმე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და დეპუტატების ნაწილი არ ეთანხმება,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც გედევან ფოფხაძის შემდეგ პარტიის დატოვების საკითხზე სახელდება, ეკა ბესელიაა. თუმცა, ის ამ ინფორმაციას უარყოფს.
„რა უნდა დავტოვო? გუნდი, პარტია, რომელიც პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილთან ერთად მათ შორის ჩემი მონაწილეობით შეიქმნა?! მე ორგანულად ვარ დაკავშირებული ამ პარტიასთან პირველივე დღიდან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ, თუმცა მან არ უარყო რომ ხშირად ემოციური საუბრები პარტიის შიგნით არსებობს.
„შეიძლება ზოგჯერ იყოს უფრო ემოციური საუბარი. ზოგჯერ იყოს მშვიდზე უფრო მშვიდი საუბარი. საკითხებს გააჩნია. მე მგონია რომ ყველა თემაზე შეიძლება ყველაფრის გარკვევა მშვიდ გარემოში,“ - დასძინა ბესელიამ.
„კურიერის“ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული რომ მმართველი გუნდის ნაწილმა დაიწყოს კონსულტაციები პრეზიდენტთან, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნოს.