ეკა ბესელია: არ მგონია, რომ უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლის დრო დადგა
13:02:53     05-04-2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძესთან პირად საუბარს დღეს აპირებს, რომელიც უმრავლესობის დატოვების შესახებ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
„არ მგონია, რომ უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლის დრო დადგა. ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ", - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, გედევან ფოფხაძეს სხვა პოლიტიკური გამოცდილება და გამორჩეული მორალური სტანდარტები აქვს.
„მას ტელეფონით ვესაუბრე და დღეს პირადად ვნახავ. რა თქმა უნდა, მას დაველაპარაკები მეც და პოლიტიკური გუნდის ლიდერებიც. შესაძლებლობა გვექნება ვესაუბროთ იმ წუხილზე, რის გამოც გედევან ფოფხაძემ ასეთი განცხადება გააკეთა. მესმის, რომ გუშინდელი კენჭისყრა ბევრი კოლეგისათვის იყო ემოციური. ბევრმა კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა და ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატს ხმა არ მისცა. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით უფრო ღია და გულწრფელი საუბარი გვჭირდება”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
გუშინ პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ პოზიციაზე უმცირესობის კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძე აირჩია.
პარლამენტის გადაწყვეტილების გამო პროტესტი გამოთქვა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც უმრავლესობიდან გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.