რუსთავში პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ექიმებს თავს დაესხნენ
01:00:55     04-04-2018
რუსთავში პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ექიმებს დაესხნენ თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მაიაკოვსკის ქუჩაზე მე-16 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცები ჩხუბობდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.
ადგილზე მისულ ექიმებს და პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია.
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით ერთ-ერთი პირი, რომელიც ჩხუბში იღებდა მონაწილეობას, პრობაციონერია.