"მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ჰაერივით სჭირდება ქვეყნის მოსახლეობას"
17:51:14     03-04-2018
„მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ჰაერივით სჭირდება ქვეყნის მოსახლეობას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„დღეს მოსახლეობის 95% წარმოუდგენლად მძიმე ვითარებაში იმყოფება, მხოლოდ 5% არის საამური ცხოვრებით ბედნიერი. არა მგონია ნებისმიერი პედაგოგი, პენსიონერი თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები კმაყოფილები იყვნენ იმით, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენთვის მნიშვნელივანია ქვეყანა ამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში ის რიგი ეკონომიკური ზომების გატარებას, მათ შორის „ბანკების მაფიის თარეშის“ დასრულებას და ხელფასების ზრდას გეგმავს.