საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 2 მაისს წარსდგება
16:52:51     03-04-2018
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება. საბოლოო თარიღთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაცია დღეს შედგა.
პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის მეორე ნახევარში წელს პირველად წარსდგება. 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტი მოხსენებით 8 აპრილს გამოვიდა, 2016 წელს 3 თებერვალს, 2015 წელს 31 მარტს და 2014 წელს 21 თებერვალს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის თარიღად 2 მაისი მისი უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტების გამო გადაწყდა.