გია ხუხაშვილი: ვისაც ჰგონია, რომ მიშა გიჟია, მწარედ ცდება

  14:26:43     03-04-2018

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ეს არის ბანალური შულერული თამაში ორ ხელში. ორი გაკოტრებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელთა ხელში თავმოყრილია ორგანიზაციული, ადმინისტრაციული, მატერიალური და ა.შ. რესურსების აბსოლუტური უმრავლესობა, სტატუს-ქვოს შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა ურთიერთობების ესკალაცია და შუას გაკრეფა. ასე იყო შევარდნაძე-აბაშიძის ტანდემი, ასეთია ქ.ო.-ნაცმო.ევროსაქ. ტანდემი. ნაც.-ევრო.საქ შიდა რაზბორკებია ერთი ელექტორალური ბაზით. ასე რომ, ვისაც ჰგონია, რომ მიშა გიჟია, მწარედ ცდება. მისი მიზანი არჩევნების მოგება კი არა, სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა მანამდე, სანამ უკეთეს კარტს დაურიგებენ. ქო-ევრო.ნაც.საქი ასეთ სიმბიოზად ჩამოყალიბდა, რომელსაც უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლია. ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ ერთმანეთს კვებავენ“, - წერს გია ხუხაშვილი