თბილისში, დადიანის ქუჩაზე, მამაკაცი დაჭრეს
10:57:20     03-04-2018
თბილისში, დადიანის ქუჩაზე გვიან ღამით 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) და 236-ე მუხლის მეორე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) და მესამე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) ნაწილებით მიმდინარეობს.