ბათუმში მე-6 კლასის მოსწავლე დაჭრეს

  17:20:32     02-04-2018

ბათუმში მე-6 კლასის მოსწავლე დანით დაჭრეს. შემთხვევა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლასთან მოხდა.  მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დამნაშავის ვინაობა დადგენილია. ის არასრულწლოვანია და ამ დროისთვის დაკავებული არ არის.