„სკრიპალისა და მისი შვილის მოწამლვა ბრიტანეთის სპეცსამსახურებსა და მთლიანობაში, ხელისუფლებას აწყობდა“
16:31:18     02-04-2018
ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულია სკრიპალის მოწამლვა ბრიტანეთის სპეცსამსახურებსა და მთლიანობაში ხელისუფლებას აწყობდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა „არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, ვინაიდან ამომრჩევლის წინაშე არ შეასრულა დანაპირები იმ პირობებთან მიმართებაში, რომლებიც Brexit-ითაა უზრუნველყოფილი“.
„აშკარაა, რომ ჩვენი ბრიტანელი კოლეგები გადაყვნენ თამაშს. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ყველა ფაქტების დადგენას“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ურთიერთობები რუსეთსა და აშშ-ს, ბრიტანეთსა და რიგ ქვეყნებს შორის იმაზე უარესია, ვიდრე ცივი ომის პერიოდში იყო.
„იმ დროს რაღაც წესები მაინც არსებობდა, ახლა კი დასავლელი პარტნიორები აშკარა სიცრუესა და დეზინფორმაციას იყენებენ“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
როგორც ცნობილია, სკრიპალების საქმის გამო, მსოფლიოს 28 ქვეყნიდან სულ 150 რუსი დიპლომატი გააძევს.