"კალაძეს ნარმანიაზე ბევრად ცუდი, გაუაზრებელი და დაუგეგმავი სტარტი აქვს"
00:00:00     15-05-2018
კახა კალაძის მერობიდან 100 დღე გავიდა. თბილისის მერმა, ეს პერიოდი შეაჯამა. მან აღნიშნა, რომ მერიაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი განხ ორციელდა, მეორე ეტაპი კი, მალე დაიწყება. წინასაარჩევნოდ, კალძე მოსახლეობას დაპირებებს 6 ძირითადი მიმართულებით აძლევდა. ესენია: ეკოლოგიური პოლიტიკა სატრანსპორტო პოლიტიკა, სოციალური სფერო, ეკონომიკური პოლიტიკა, განათლება, კულტურა, სპორტი, ურბანული პოლიტიკა.
როგორი იყო კალაძის მერობის 100 დღიანი პერიოდი, რა დაპირებები შეასრულა მან და რას უნდა ველოდოთ მომავალში, ამასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ირაკლი ნადირაძეს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: როგორ შეაფასებდით კალაძის მერობის 100 დღიან პერიოდს?
ირაკლი ნადირაძე: კახა კალაძემ მერობა ნარმანიაზე ბევრდა ცუდად დაიწყო. მას ალბათ ეგონა რომ ნარმანიას მთავარი პრობლემა პიარი იყო, ამიტომ მთელი აქცენტი რატომღაც პიარზე გადაიტანა და რეალურად საქმეზე არც უფიქრია.
მოსვლის დღეებიდან გვახსოვს მის მიერ გამოცხადებული ე.წ რეორგანიზაცია, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ გაბერილი ბიუროკრატია, გაორმაგებული ხელფასები, მისი მხრიდან დაანონსებული იყო, რომ ის ოპოზიციასთან თანამშრომლობას აპირებდა, მაგრამ ვნახეთ რას აკეთებს ის იგივე, ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებით, ჩვენი პარტიის წევრებს, ნაძვისხეზე დაკიდებით ემუქრებოდა, ის არღვევინებს თანამშრომლებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს და საკრებულოს რეგლამენტს, რადგან არ ცხადდებიან საკრებულოს სხდომებზე.
ვნახეთ რა ხდებოდა ბაღებთან მიმართებაში, როდესაც კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა და გაუმჯობესება ამ მხრივ ნამვილად არ ჩანს.ბიუჯეტი, რომელიც 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა, არაფრისმომცემია. ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 40 მილიონი ლარით შეიძლებოდა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.
ფაქტობრივად მისი მერობის 100-მა დღემ ისე ჩაიარა, რომ არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა მისი მხრიდან. მაგალითად, საცობების მოწესრიგების და პარკირების მიმართულებით, გარდა იმისა რომ თქვეს, სითი პარკი უნდა გავაუქმოთო.
არაფერი გაკეთებულა გამწვანების კუთხით, გარდა იმისა, რომ რეორგანიზაცია დააანონსა და შტატები გაზარდა ახალ შპს-ში. თქვეს რომ დასუფთავების მიმართულებით იქნებოდა გრაფიკი, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
- რაც შეეხება ეკონომიკის მიმართულებას?
- მნიშვნელოვან ეკონომიკის მიმართულებას რაც შეეხება, სამუშაო ადგილების ხელშეწყობისთვის, გარდა იმისა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარება დაგვიანონსა, არაფერი გაკეთებულა.
ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებაში, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია, ვერანაირ გაუმჯობესებას ვერ ვხედავთ. ის ადამიანები, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, ისევ მარტო რჩებიან საკუთარ ბედთან საბრძოლველად.
განათლების მიმართულებას რაც შეეხება, მოგვეხსენება, რომ ბიბლიოთეკების ნაწილის დახურვა გადაწყვიტეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცები იმ შენობებით დაინტერესდნენ, სადაც ეს ბიბლიოთეკებია განთავსებული.
კატასტროფული სიტუაცია გვაქვს მშენებლობების კუთხით, ისევ გრძელდება უკანონო მშენებლობები და არ ერიდებიან, ისე უთხრიან მთებს ძირს.
ის, მხოლოდ სოცილურ ქსელში დარეკლამებისთვის ხარჯავს ათობით ათას დოლარს, მაგრამ ამ პიარის უკან, რალური ქმედითი ნაბიჯები, რომელიც თუნდაც, პირველ 4 თვეში უნდა გამოჩენილიყო და რასაც გვპირდებოდა, არ ჩანს.
-ამბობთ, რომ კალაძე ნარმანიაზე ცუდად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას?
-კალაძეს, ნარმანიაზე ბევრად ცუდი, გაუაზრებელი და დაუგეგმავი სტარტი აქვს, თუ არ ჩავთვლით პიარს. დანარჩენი მომავლის საკითხია.