ლატვიის პრეზიდენტმა რუსულ ენაზე სწავლების აკრძალვა დააკანონა

  14:16:06     02-04-2018

ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა განათლების რეფორმა დაამტკიცა, რომელიც რუსული სკოლების ლიტვურ ენაზე ეტაპობრივ გადაყვანას გულისხმობს.
რეფორმას ლატვიის სეიმმა ბოლო მოსმენით განათლების კანონში ცვლილების შეტანას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც სკოლებში რუსულ ენაზე სწავლა შეწყდება.

სასკოლო განათლების კანონპროქტი ლატვიურ ენაზე სწავლებაზე გადასვლას 2019 წლიდან ეტაპობრივად ითვალისწინებს. პროცესი 2020-2021 წლებში უნდა დასრულდეს.

თებერვალში სეიმმა სასკოლო განათლების ლატვიურ ენაზე გადასვლას წინასწარ განხილვაზე მხარი დაუჭირა.ცვლილებების თანახმად, რუსულ ენაზე შემდეგი საგნების სწავლება იქნება შესაძლებელი: „რუსული ენა“, „რუსული ლიტერატურა“, ასევე კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებული საგნები. საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად ეთნიკური რუსების უკმაყოფილებას იწვევს.

რუსულენოვანი მოსახლეობა ლატვიის მოქალაქეების 40%-ს შეადგენს. ლატვიაში სახელმწიფო ენა მხოლოდ ლატვიურია, რუსული კი უცხო ენადაა აღიარებული.