ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა "თანაინვესტირების ფონდის" მმართველი კომპანია დატოვა

  13:05:37     02-04-2018

საინფორმაციო სააგენტო GBC-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“ დატოვა.

მამაცაშვილის წილის 50%-ის დათმობა ოფიციალურად უკვე გაფორმდა. ბიძინა ივანიშვილის ფონდის მმართველი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გიორგი ბაჩიაშვილია.

კომპანია 2013 წელს დაფუძნდა, კომპანია „თანაინვესტირების ფონდს“ მართავს. ფონდს, პროექტები აქვს ტურიზმის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში.