"პაპუნა უგრეხელიძე ქალებს “ციყვებს” ეძახდა და ჭორებს უვრცელებდა, რომ მათთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა"
18:48:20     30-03-2018
საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე დასაქმებულ ქალებს “ციყვებს” ეძახდა და მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა – ეს წერია ორი მოსარჩელის საქმეში, რომელიც შევიდა “კოალიციის თანასწორობისთვის” მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას ეხება.
საჯარო რეესტრის წინააღმდეგ ორი ქალის საქმე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა. ეს ქალები რეესტრიდან 2017 წელს დაითხოვეს, მიზეზად კი სააგენტოში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები დაასახელეს.
“მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი “ციყვები”, მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები,” – ვკითხულობთ თანასწორობის კოალიციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
მოსარჩელეები სასამართლოში მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ამ ეტაპზე სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას აქვს წარმოებაში მიღებული.