დონალდ ტრამპი: ამერიკის შეერთებული შტატები სირიას მალე დატოვებს

  15:51:03     30-03-2018

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები სირიას მალე დატოვებს.

თეთრი სახლის განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდება რაც შეერთებული შტატები ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" გაანადგურებს.

მარტის დასაწყისში რონალდ რეიგანის ასისტენტმა დონალდ ტრამპს მოუწოდა გამარჯვება გამოაცხადოს სირიაში და ამერიკელი ჯარისკაცები სახლში დროულად დააბრუნოს.

სირიის ომის შვიდი წლისთავი 2018 წლის 15 მარტს შესრულდა.