ნიკა მელია: ზურაბ ალავიძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით გადააყენეს

  13:52:34     30-03-2018

ზურაბ ალავიძის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ერთერთი ყველაზე ახლო წევრი დაინიშნა.

​ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილის დანიშვნისა და ზურაბ ალავიძის გადადგომის, შეფასებისას განაცხადა.

​ნიკა მელია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა პირად  მიიღო. .

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრემიერის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი "თავს  პრემეირად ასაღებს", რაც მისი თქმით, შეურაცხმყოფელია.

„უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგები და კვლავ გასაღება, რომ ის თითქოს ნამდვილად წარმოადგენს პრემიერ-მინისტრს. ერთადერთი ნორმალური მინისტრი, თუკი ვინმე ჰყავდათ კაბინეტში, ეს იყო ბატონი ალავიძე და ისიც ეტყობა, ბატონი ივანიშვილის დავალებით გადააყენეს სრულიად დამამცირებლად და დანიშნეს ივანიშვილის უახლოესი ადამიანი, როგორც ჩანს იგი ჩვეული ელასტიურობითა და მოქნილობით ვერ აფათურებდა ხელს საკუთარი გემოვნების მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც მას სურდა“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.