"დაისჯება ყველა, ვინც ქურდული სამყაროს წევრს, ან კანონიერ ქურდს მათი ქმედებების, ან დავების შეფასებას სთხოვს"
11:28:25     30-03-2018
ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ე.წ- ქურდულ სამყაროსთან კავშირი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება. იზრდება პატიმრობა ე.წ კანონიერი ქურდებისთვის და ქურდული სამყაროს წევრობისთვის.
პროექტის მიხედვით, დაისჯება ყველა ის მოქალაქეც, რომელიც ქურდული სამყაროს წევრს, ან კანონიერ ქურდს მათი ქმედებების, ან დავების შეფასებას სთხოვს.
ინიციატივას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს.
„ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პასუხისმგებლობის გამკაცრების შესაბამისი ნორმის უკეთესად განმარტების არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მეორეს მხრივ აქ ხაზი უნდა გავუსვათ „ქართული ოცნების“ მიერ რეალურად გატარებულ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება სწორედ ქურდულ სამყაროში თუ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირების ხელშეწყობას“- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ამ კანონში ცვლილებების შეტანით, არაფერი შეიცვლება, რადგან ხელისუფლება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს იყენებს.
„ჩვენ სინამდვილეში გვაქვს მოცემულობა, როდესაც ხელისუფლებამ 2012 წელს ძალიან დიდი პოლიტიკური ავანსი აიღო ორგანიზებული დანაშაულიდან, დაეყრდნო რა კრიმინალურ სამყაროს. შესაბამისად, ამ კანონის გადაკეთებით ან ცვლილებით, ან განხილვით არაფერი რადიკალურად არ შეიცვლება“-ამბობს ხატია დეკანოიძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან ამ ცვლილებებით მკაცრდება.