ადა მარშანია: შიზოფრენიკები ვიყავით და შიზოფრენიკებად დავრჩით!
15:54:15     29-03-2018
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის იმედისმომცემი განცხადებისა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის სურვილი ჰქონდა, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად აქციეს“.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, საქართველომ დაიწყოს დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.
PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრ ადა მარშანიას ესაუბრა:
- ჟენევის ფორმატის 43-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა იმის მიუხედავად, რომ გარკვეული მოლოდინები პრემიერ-მინისტრის მიმართვიდან გამომდინარე, თითქოს არსებობდა. რუსეთი ოკუპირებულ ტერიოტორიებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს...
- ნეტავი არ ვიცოდე, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთ ვითარებასა და პირობებში, რომელშიც ჩვენ პოლიტიკას ვახორციელებთ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, არც არაფერი მოხდება ჩვენთვის სასიკეთო. ახლა რომ უშედეგოდ დამთავრდა, სულაც არ არის გასაკვირი და სწორედაც რომ ამას ველოდებოდი. გიგა ბოკერია რომ აბუქებს სიტუაციას და გვაფრთხილებს რაღაცას, საქართველოს საზიანო არაფერი გააკეთოთო... სადაც აგვისტოს ომის კატასტროფის ერთ-ერთი მოქმედი „გმირი“ გიგა ბოკერია ხმას იღებს, ამის მერე ეს ხელისუფლება ხელისუფლებაა?
- ოპოზიცია ამბობს, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების დროს არ მოხდა იმ განცხადების მიღება, რომელიც აზიანებდა საქართველოს ინტერესებს და ეს სწორედ მათი აქტიურობის შედეგია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- რა შედეგი? ესენი რომ ჟენევაში დადიოდნენ, ზეპირად ვიცი იქ რა ხდებოდა, მაშინ მამაჩემი იყო დელეგაციის წევრი. პოზიტიური არაფერი არ ხდებოდა, ბოკერია ხელმძღვანელობდა ჟენევის ქართულ დელეგაციას და რა სასიკეთო ძვრა მიიღო? მათი განცხადებები დღეს არის დემაგოგია, სპეკულაცია და ყველაფერი „ოცნების“ ბრალია.
- უმრავლესობის ნაწილს მიაჩნია, რომ ჟენევის ფორმატი ხარისხობრივად შესაცვლელია და იმაზე მაღალი თანამდებობის პირებამდე უნდა აიწიოს, ვიდრე საგარეო საქმეთა უწყებაა..
- უმრავლეობის წევრი კი არა, ამას ჩვენ ვამბობთ და მრავალი წელია გავიძახით, რომ ფორმატი უნდა გავიაზროთ ახლებურად და მხოლოდ ჟენევაში სიარულით ვერაფერს ვერ მივიღებთ. აგრეთვე უნდა ვიაროთ მოსკოვში, თუ გამოგვივა - სოხუმში და თუ გამოგვივა - ცხინვალში. აი, მაშინ იქნება შედეგი ჟენევაშიც. მე თუ არ ვიცი, ობიექტურად როგორი ურთულესი მდგომარეობაა, ვინ იცის, აბა....ყველაზე ურთულესი მდგომარეობა ჩვენს ტვინებშია. ამდენი ომი, ამდენი უბედურება, უკუსვლა და არც არაფერი იცვლება, რადგან შიზოფრენიკები ვიყავით და შიზოფრენიკებად დავრჩით!
- რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, საქართველომ დაიწყოს დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ა.შ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ მოთხოვნების ფონზე რაიმე სასარგებლო შედეგის მიღება?
- კარასინი ყოველთვის რუსეთის ხელისუფლების პოზიციას წარმოადგენს, თუმცა საზიზღარი კარასინი ნაწილობრივ მართალია. ჩვენ იგივეს არ ვამბობთ? რუსებს რომ ვთხოვეთ დახმარება სოხუმთან და ცხინვალთან საუბარში, მათ უარი არ უთქვამთ.
- როგორ ფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს არ მოუწევს ნაწილობრივ აღიაროს ოკუპირებული რეგიონების ლეგიტიმაცია?
- ეს ზღაპარია, მოგონილი არგუმენტია...ჩვენ კონფლიქტი რუსეთის გარდა, ასევე გვაქვს აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ პარალელურად უნდა ვესაუბრებოდეთ ყველას. თუ დამოუკიდებლად გამოგვივა მათთან კონტაქტის დამყარება, ხომ კარგი, თუ არადა, ამას ჩვენ მაინც ვცდილობთ და ცხინვალის მიმართულებით გვაქვს კიდეც შედეგი. რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს ჩვენთვის არ უთქვამს, თავი დაგვანებეთ და თქვენ თვითონ ესაუბრეთო. კარასინზე ადრე ოკუპირებული ტერიტორიების კანონი ნახსენები ჯერ კიდევ ივლისში იყო. როდესაც მე დავაყენე საკითხი, რომ ათეული წლებია, ვერ შევდივართ ტერიტორიაზე, საფლავებზე მაინც გაგვიშვით მეთქი, კი ბატონოვო ... დუმაში ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატმა ტაისაევმა გვითხრა, გეთანხმებით, მაგრამ აი, ეს კანონი გვიშლის ხელსო. დიახ, ეს კანონი გვიშლის ხელს.
- ანუ, თუკი ოკუპაციის კანონს გააუქმებს საქართველო, ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართება?
- არავითარ გაუქმებაზე არაა საუბარი, როგორც ბევრ სპეკულანტს და დემაგოგს სურს რომ წარმოაჩინოს. კანონი უნდა გავიაზროთ ხელახლა და ლიბერალიზაცია-დემოკრატიზაცია უნდა მოხდეს. ჩვენ იქიდან უნდა ამოვიდეთ, თუ რა მიზანი გვაქვს. გვინდა რომ აფხაზებთან და ოსებთან ხელს არაფერი გვიშლიდეს და ვხედავთ, რომ კანონი გვიშლის? მაშინ კანონი უნდა შევცვალოთ!
- რა უნდა შევცვალოთ, რუსული ოკუპაცია ამოვიღოთ და ვაღიაროთ ცხინვალი და სოხუმი დამოუკიდებელ, მეზობელ რეგიონებად?
- დაწყნარდნენ შიზოფრენიკები და დემაგოგები, არ ვკიდებთ სიტყვა „ოკუპაციას“ ხელს. შესვლა-გამოსვლის წესი უნდა გავიაზროთ ხელახლა და არ უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმისთვის, ადამიანი გალიდან შევიდა თუ ფსოუდან გადავიდა აფხაზეთში. აი, ამ თვალსაზრისით უნდა შეიცვალოს კანონი. ასე რომ, ჟენევაში ოდნავაც არაფერი შეიცვლება, ვიდრე ყველა ისე არ მოიქცევა ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებში, როგორც „პატრიოტთა ალიანსი“ იქცევა. დავდივართ მოსკოვში, ცხინვალის მიმართულებით ყოველდღე ვმუშაობთ, ვსინჯავთ სხვადასხვა გზებს და საჯაროდ ახლა ვერაფერს გეტყვით.