ოპოზიცია: პროდასავლური ოპოზიციის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო
11:20:01     29-03-2018
ჟენევის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებული მორიგ რაუნდსა და გრიგორი კარასინის ულტიმატუმს, მწვავე რეაქცია მოჰყვა თბილისში.
ოპოზიცია რუსული მხარის განცხადებას ჟენევის ფორმატის რეფორმირებასთან, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების სუსტ საგრეო პოლიტიკას უკავშირებს.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო შეცვლაში რუსეთი ჟენევის დისკუსიების გაუქმებასაც გულისხმობდეს, ეს კი რუსეთს მისცემს საშუალებას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმატს გამოეთიშოს და საერთაშორისო ასპარეზზე პასუხისმგებლობაც შეიმციროს, აცხადებენ დეპუტატები.
"ჟენევაში მოლაპარაკებების დროს არ მოხდა იმ განცხადების მიღება, რომელიც აზიანებდა ქვეყნის ინტერესებს. ამის მიზეზი გამხდარა საქართველოს მხარის მიერ უკვე შეთანხმებულ ტექსტზე უარის თქმა. ანუ, სავსებით სამართლიანი იყო განგაში, რაც იყო ატეხილი ოპოზიციის მიერ, რამაც აიძულა საქართველოს მთავრობა, არ გადაედგა ეს ნაბიჯი. რუსული მხარის ვერსიით, მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი იყო ” ოპოზიციის გააფთრებული პროტესტი”- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს იყო ოპოზიციის და შესაბამისად ქვეყნის გამარჯვება.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ რომ კარასინის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ პრემიერის მიმართვა რუსეთისადმი იყო დიდი შეცდომა.
რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, პარტიაში განმარტავენ, რომ პროდასავლური ოპოზიციის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.