მწვანე პომიდვრის მწნილი ბოსტნეულით
11:24:05     02-06-2011
მასალა:
პამიდორი - 1 კილოგრამი
მარილი - 25 გრამი
წიწაკა - 10 გრამი
ნიორი - 50 გრამი
ნიახურის ფოთლები - 100 გრამი
კამა და ოხრახუში - 100 გრამი
ქინძი - 20 გრამი
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული საღი მწვანე პომიდვრები, მოვაშოროთ ყუნწები; შემდეგ გავრეცხოთ ცივ წყალში და გავჭრათ თითოეული შუაზე მრგვალად ისე, რომ ერთიმეორეს არ მოშორდეს.
ამავე დროს გავარჩიოთ და გავრეცხოთ ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში. ნიახურის ფოთლები, მივუმატოთ მწვანე წიწაკა, გარჩეული ნიორი და ყველა ესენი დავკეპოთ ძალიან წვრილად; ამრიგად მომზადებული ბოსტნეულების ჩასართავი მოვათავსოთ სუფთა ჭურჭელში.
შემდეგ შუაზე გაჭრილ პამიდვრებს მოვაყაროთ მარილი და ჩავურთოთ ბოსტნეულის მზა ჩასართავი, თითოს დაახლოებით 10 გრამი; შევაერთოთ და ჩავალაგოთ თიხის ან მინის ჭურჭელში, ისე, რომ მთლიანად გაივსოს.
დავახუროთ თავი და დავდგათ გრილ ადგილას. პომიდორი თვითონ გამოუშვებს სითხეს იმდენს, რომ დაიფაროს. 10 დღის განმავლობაში იგი უკვე დამჟავდება.