ბორჯომის საკრებულოში პოლიციაა მობილიზებული

  12:07:41     28-03-2018

ბორჯომის საკრებულო სხდომისთვის ემზადება. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

საკრებულოს შენობის გარეთ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველების გაძლიერებული მობილიზაციაა შენობაშიც.

ამ დრომდე საკრებულოში არ მისულან არც ოპოზიციის წარმომადგენლები და არც თავად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, როგორც ცნობილია, მის იმპიჩმენტს მხარს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია უჭერს, თუმცა გადაყენებისთვის საკმარისი ხმები ვერ გროვდება. ოპოზიციისა და თავმჯდომარის ინფორმაციით, ჩაჩანიძის წინააღმდეგ ხმის მიცემას საკუთარი თანაპარტიელებიც აპირებენ.