ჯეიმს მეტისი: სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება
12:04:42     28-03-2018
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის თქმით, ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ეკისრება.
მისივე თქმით, რუსეთმა ევროპაში ქიმიური ნივთიერება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიყენა, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.