ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე - ლევან ხაბეიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

  12:01:08     28-03-2018

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება ორ კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ზონალური ცვლილებებს განხილვას მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით, მანამ სანამ დედაქალაქის მერია თბილისის განვითარების გენგ-გეგმას არ მიიღებს, იქამდე ზონალურ ცვლილებებზე მსჯელობა და განხორციელება არასწორია.

ხაბეიშვილმა სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დატოვა.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ „ენმ“-ს წევრი შოუს მოწყობაში დაადანაშაულა.