ბორჯომის საკრებულოში დღეს თავმჯდომარის იმპიჩმენტს განიხილავენ
10:56:33     28-03-2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაა დაგეგმილი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძე თავმჯდომარეობს, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით არის საკრებულოში.
საკრებულოს 28 წევრიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. აქედან ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ 11 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 2 დეპუტატი „ნაციონალურ მოძრაობას“, თითო-თითო წარმომადგენელი კი „ლეიბორისტულ პარტიასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ჰყავთ.
საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საჭიროა დეპუტატთა ნახევარზე მეტის ხმა ანუ 15 დეპუტატი. დამოუკიდებლად ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკრებულოს დეპუტატის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას ვერ აგროვებს.
ბორჯომის მერიამ საკრებულოს მერის მოადგილეების და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასების გაზრდის მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა საკრებულომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და მერიის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს.